ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულ-ქართულ ფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
28-03-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის ფრანგული ენის კლუბის მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. ცოდნასა და შესაძლებლობებს კი სხვადასხვა ღონისძიებაზე წარმოაჩენენ. 

ახლახან, სკოლის ფრანგული ენის კლუბის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში გამართულ ფრანგულ-ქართულ ფესტივალში, რომელიც თბილისის კავკასიის ფრანგულ სკოლაში ჩატარდა.

მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარდგნენ ლამაზი ფრანგული სიმღერით და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.

სკოლაში მადლობას უხდიან კავკასიის ფრანგულ სკოლას გულთბილი დახვედრისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...