ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
21 მარტს, სკოლაში გაიმართა პროექტი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, რომელიც სიყვარულით, მეგობრობითა და ფერადი წინდებით იყო სავსე.
მოსწავლეები არაერთ შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ და გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
მათ შორის აღსანიშნავია:
„ეს დღე გვასწავლის, რომ მეგობრობაში არც ქრომოსომებს, არც განსხვავებულობას აქვს მნიშვნელობა – მთავარია გული, სიყვარული და ურთიერთგაგება! გავაგრძელოთ ინკლუზიური სამყაროს შექმნა, სადაც ყველას აქვს ადგილი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებამ ხაზი გაუსვა მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების არსებობის მნიშვენლობას.
იხილეთ ფოტოები: