ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში კონკურსი - „რუბიკის კუბი“ გაიმართა, რომელიც ლოგიკური და სივრცული აზროვნების განვითარებას ემსახურებოდა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები გამოსცადეს.
კონკურსის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების გონებრივი მოქნილობის, მეხსიერების, სწრაფი ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარება.
მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს, თუმცა გამარჯვება მე-10 კლასის მოსწავლეს, მილენა მანუკიანს ერგო, რომელმაც სისწრაფით ყველას აჯობა.
აღსანიშნავია, რომ რუბიკის კუბის აწყობა არის არა მხოლოდ თამაში, არამედ მათემატიკური აზროვნების გაძლიერების მნიშვენლოვანი საშუალება.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: