„ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“- იანეულის საჯარო სკოლა საინტერესო ეკოპროექტში მონაწილეობს 
28-03-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტში აქტიურად არის ჩართული. 

პროექტი - „ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“ - ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში“. 

პროგრამა ხორციელდება intec, GOPA international Energy Consultants GmbH-ის ხელშეწყობით.

პროექტი ითვალისწინებს ეკოკლუბების გაძლიერებას, ტრენინგებს, ვიქტორინა-კონკურსებს, სკოლებისთვის სენსორული განათებების გადაცემას, საჯარო სივრცეებში მზის ბატარეებზე პორტატული ელექტრო სატენების მოწყობას.

პროექტში ჩართულია იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია, რომელიც მხარს უჭერს ეკოინიციატივებს და ხელს უწყობს მოსწავლეების გარემოსდაცვითი განათლების გაღრმავებას.

ასვე მონაწილეობენ ეკოკლუბის მოსწავლეები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი ნინო ყარაჯაშვილი, რომელიც მოსწავლეებს საჭირო ცოდნას და რესურსებს უზიარებს, რათა მათ უკეთ გაიგონ ენერგიის მართვის საკითხები და შემუშავონ პრაქტიკული ღონისძიებები.

ჩოხატაურში პროექტს ხელმძღვანელობს პროექტის კოორდინატორი ნათია ხუცურაული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...