ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. საუკეთესო მაგალითს კი მოსწავლეებს თავად მასწავლებლები აძლევენ.
ამჟამად, მასწავლებლები მოახლოებული ფრენბურთის კონკურსისთვის ემზადებიან.
პედაგოგთა გუნდი დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობს. მათი მიზანია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ჯანსაღი კონკურენციისა და დადებითი ენერგიის გავრცელება.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში შესანიშნავი მაგალითია მოსწავლეებისთვის, რომ ფიზიკური აქტივობა და სპორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: