გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ზეიმი ბეკამის საჯარო სკოლაში
28-03-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ზეიმი გაიმართა. 

17 მარტს, სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირმა ქურდაძის დახმარებით თვალი გადაავლეს გალაკტიონის ბიოგრაფიას, მის განვლილ გზასა და პოეზიას.

მისი პოეზიის მარგალიტებიდან შეარჩიეს თითო ლექსი და მხატვრულად წაიკითხეს. 

პროცესი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად.

დასასრულს სიგელები გადაეცათ მოსწავლეებს, საუკეთესოდ წაკითხული და შერჩეული ლექსებისთვის.

„17 მარტი, 1959 წელი, გალაკტიონ ტაბიძე, პოეზიის მწვერვალზე ავიდა და იქ მარადიული სამყოფელი დაიმკვიდრა. 17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა.

მადლობა, მონაწილე ბავშვებს ჩართულობისთვის, აქტიური და საინტერესო სამუშაო პროცესი წარმოჩენისთვის მადლობა, ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია სულ მუდამ გვერდში დგომის და დახმარებისთვის. ბევრი წარმატება ჩვენ სკოლას და სასკოლო საზოგადოებას“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...