ქინძათის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა, რეგიონალურ სასკოლო ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი დაიკავეს
28-03-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

22 მარტს, კასპში ჩატარდა რეგიონალური სასკოლო ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში.

სკოლის გოგონათა (ლიზი გელაშვილი, ნატო დაბრუნდაშვილი, ნათია ნოზაძე, მაგდა ქიტიაშვილი) და ვაჟთა (გიორგი ქიტიაშვილი, საბა ღამბარაშვილი, ნიკა ნოზაძე, საბა გელაშვილი) გუნდებმა ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებულად დაიკავეს პირველი ადგილები.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი გოჩა ყულიჯანიშვილი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ სკოლის სახელით გამარჯვებას მასწავლებელ გოჩა ყულიჯანიშვილს და მონაწილე მოსწავლეებს“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...