კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახხებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიის მასწავლებლის ნანა კობერიძის ხელმძღვანელობით საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა.
მან მოსწავლეებს კიდევ ერთხელ განუმარტა ამ დღის მნიშვნელობა და დაუნის სინდრომის რაობაზე ესაუბრა. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია. მოსწავლეებმა გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და შექმნეს პლაკატი - „ჩვენ მეგობრები ვართ!“
ღონისძიებამ ხაზი გაუსვა მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების არსებობის მნიშვენლობას.
იხილეთ ფოტოები: