გეზათის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება - „ყვავილების მეჯლისი“, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების შესრულებით გაიმართა
28-03-2025
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ღონიაძიება - „ყვავილების მეჯლისი“.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი I-IV კლასის მოსწავლეები, მათი დამრიგებლები: ნინო მიქაუტაძე, ირმა ჯიბლაძე; ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის წევრები: სოფიო ჯიბლაძე და გულისა კიზირია ასევე, მოსწავლეთა მშობლები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი მე-3 კლასის დამრიგებელი ზაირა რევაზიშვილი იყო.

მოსწავლეებმა საინტერესოდ მოირგეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილებისა და ფრინველების როლები. მათ შთამბეჭდავად შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებაზე მაყურებლის ოვაცია გამოიწვია სათანადოდ გაფორმებულმა სცენამ და როლების შესაბამისმა კოსტიუმებმა. აღსანიშნავია, რომ აქტივობას ამშვენებდა მასწავლებლების, სოფიო ჯიბლაძისა და ზაირა რევაზიშვილი და მათი მოსწავლეების ხელით დამზადებული რეკვიზიტები.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ხელმძღვანელს სასიამოვნო საღამოსათვის. ორგანიზატორსა და ღონისძიებაში მონაწილეებს მონდომებისთვის და შესრულების მაღალი დონისთვის მადლობა გაუდაუხადა სკოლის დირექციამაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...