ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს.
სკოლის დირექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნა ემსახურება მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას და დაინტერესებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. ამასთან, შექმნეს თემატური პლაკატები და სიღრმისეულად გაიაზრეს ფრაზა - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: