დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. მათ შორის აღსანიშნავია, თამაშით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგმა - მაია მთვარაძემ პირველ კლასში ჩაატარა სახალისო გაკვეთილი -„ვსწავლობთ თამაშ-თამაშით“
გაკვეთილზე დასასწრებად მიწვეული იყვნენ მშობლები, დაწყებითი კათედრის წევრები, დირექტორი - ნათია სარსევანიძე და დირექტორის მოადგილე გიული მანთაშაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეყენებინათ ცოდნა და უნარები, რაც შეიძინეს სასწავლო წლის განმავლობაში, განემტკიცებინათ განვლილი მასალა და მიეღოთ ახალი გამოცდილება.
იხილეთ ფოტოები: