ცნობილია, რომელ სკოლებში იქნება ყველაზე მეტი ვიდეოკამერა - სია, სადაც 4 380 კამერას დაამონტაჟებენ
28-03-2025

საჯარო სკოლებისთვის ვიდეოსათვალთვალო სისტემების საყიდლად 4 910 000 ლარია გამოყოფილი. 

სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტო 85 საჯარო სკოლისთვის 4 380 კამერის შეძენას გეგმავს, როსთვისაც 36-საათიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია: წინადადებების მიღება იწყება 2 აპრილს და სრულდება 3 აპრილს.

დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო ყიდულობს 1 832 გარე და 2 548 შიდა კამერას. ერთი შიდა კამერის ზღვრული ღირებულება უნდა იყოს 650, ხოლო გარე კამერისა - 680 ლარი.

დოკუმენტის მიხედვით ყველაზე მეტი - 50 გარე კამერა თბილისის N175 საჯარო სკოლაში დამონტაჟდება, 76 შიდა კამერით. 

ამასთან, ყველაზე მეტი 87- შიდა კამერა თბილისი N221 სკოლაში იქნება დამონტაჟებული, ხოლო გარე კამერების რაოდენობა 38 იქნება.

 

იხილეთ, რომელ სკოლას რამდენი კამერა გადაეცემა

ასევე, იხილეთ, იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც სახელმწიფო კამერებს შეიძენს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...