თბილისის N28 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
მათ შორის აღსანიშნაია, მე-7 კლასელთა ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში, რომელიც მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა.
გაკვეთილის თემა იყო - „აფრიკის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა“.
გეოგრაფიის მასწავლებელმა - ქეთევან დავითაშვილმა მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო.
მოსწავლეებმა იმსჯელეს აფრიკის კონტინენტის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მის ფარგლებსა და მეზობელ ოკეანეებზე.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, ასევე განიხილეს კონტინენტის კლიმატური ზონები, ბუნებრივი რესურსები და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
სწავლების პროცესში პედაგოგმა მიმართა ინტერაქტიულ მეთოდებს, როგორიცაა რუკებთან მუშაობა, ჯგუფური დავალებები და პრეზენტაციები.
მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა წყაროებთან, მათ შორის ატლასებთან და ციფრულ რესურსებთან, რაც მათ დაეხმარა მიღებული ცოდნის გაღრმავებაში.
ღია გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა და შეაფასეს აფრიკის კონტინენტის უნიკალური თავისებურებები.
გაკვეთილი არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სახალისოც აღმოჩნდა, რაც ბავშვების მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.
იხილეთ ფოტოები: