ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
მათ შორის აღსანიშნავია, კლასგარეშე აქტივობა - „მე შემიძლია“, რომელიც მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, Vა კლასის მოსწავლე ანამარია ძოწენიძემ, საგნის - „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში (პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე) განახორციელა კიდევ ერთი გემრიელი ინიციატივა - სვანური კუბდარის დამზადება.
„ანამარია გურმანი გოგონაა, როდესაც დავიწყეთ თემის - „სვანეთი“ შესწავლა, მან სწორედ კუბდარის დამზადების დემონსტრირების სურვილი გამოთქვა. მოგეხსენაბათ სვანური სამზარეულოს გვირგვინს წარმოადგენს კუბდარი, სვანების სიამაყე“,- გვიყვება მოსწავლის პედაგოგი.
ანამარიამ ჩაწერა ვიდეორგოლი, სადაც საინტერესოდ გვიხსის იმერეთში სვანური კუბდარის დამზადების ეტაპებს.
მოსწავლემ ვიდეორგოლი გაუზიარა თანაკლასელებს, ხოლო მომდევნო გაკვეთილზე გამართა საინტერესო პრეზენტაცია კლასის წინაშე.
„კლასგარეშე აქტივობა - „მე შემიძლია“ გრძელდება. ველოდებით ახალ ინიციატივებს“,- დასძენს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ვიდეო