ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა ეწყობა.
მათ შორის აღინიშნა „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღე, რომელსაც მათემატიკის ღია გაკვეთილი მიეძღვნა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის π-ის მნიშვნელობის, ისტორიისა და გამოყენების გაცნობა.
მათ ისწავლეს, როგორ იყენებდნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ამ ირაციონალურ რიცხვს და როგორ გამოიყენება თანამედროვე მათემატიკაში, ინჟინერიასა და ფიზიკაში.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პრეზენტაციებით, მათემატიკური თამაშებითა და ექსპერიმენტებით წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა.
ღია გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათემატიკის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები: