ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პატარა მოცეკვავის - თეკლა გაბელაშვილის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე და დამსახურებული საპრიზო ადგილი
31-03-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ამჟამად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლის - თეკლა გაბელაშვილის წარმატებას ზეიმობენ. 

პატარა მოცეკვავემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, რითაც არა მხოლოდ საკუთარი შრომის შედეგი წარმოაჩინა, არამედ სკოლა და ქვეყნის სახელიც წარმატებით დაიცვა.

მოსწავლემ ბრწყინვალედ გაართვა თავი რთულ კონკურენციას და თავის კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. თავდაუზოგავი შრომამ, დაგროვილმა გამოცდილებამ და შეუპოვრობამ მე-8 კლასელი ამ დიდ გამარჯვებამდე მიიყვანა.

სკოლაში მის წარმატებას განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღნიშნავენ.

„ვულოცავთ, ჩვენს მშრომელ გოგონას ამ უდიდეს წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მისი გამარჯვება მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაციაა, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...