თბილისის N28 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების შესაძლებლობებზე აისახება. ნიჭისა და უნარების წარმოსაჩენად კი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსში და წარმატებაც სახეზეა.
„კინგსის“ ოლიმპიადაზე, ინგლისურ ენაში, სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ლილე ამირანაშვილმა უმაღლესი შედეგი აჩვენა და 100-დან 100 ქულა აიღო.
მოსწავლის პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მომდევნო ტურში“,- აღნიშნავენ სკოლაში.