დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „სწავლა თამაშით“ და საინტერესო გარემოსდაცვითი პოსტერები
01-04-2025

დიდი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული არაერთი აქტივობა იმართება. 

ახლახან, პედაგოგ მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა შექმნეს მკითხველის პოსტერი - „ხელს ნუ ახლებთ ჩიტის ბუდეს“.

მოსწავლეებმა „ვსწავლობ თამაშით“ მეთოდის გამოყენებით შექმნეს თემატური პოსტერები, სადაც ასახეს ბუნების დაცვის მნიშვნელობა და ჩიტის ბუდეების ხელუხლებლობის აუცილებლობა.

თითოეულმა მათგანმა შემოქმედებითად გააფორმა ნამუშევარი, რის შემდეგაც ისინი პრეზენტაციების სახით წარადგინეს.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეკოლოგიური განათლების გაღრმავება, ბუნების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება და კრეატიული უნარების განვითარება.

დავალება იყო მეტად საინტერესო და შინაარსიანი. 

პრეზენტაციების პროცესში პირველკლასელებმა არა მხოლოდ წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები, არამედ თანატოლებს აუხსნეს, რატომ არ უნდა ახლონ ხელი ჩიტის ბუდეებს და როგორ შეიძლება გარემოსა და ცოცხალი ბუნების დაცვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...