„ბიომრავალფეროვნება და წითელი წიგნი“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
08-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-5 კლასში, ბუნების გაკვეთილზე, განხორციელდა პროექტი თემაზე - „ბიომრავალფეროვნება და წითელი წიგნი“, რომელსაც პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა. 

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ბუნების დაცვისა და გადაშენების პირას მყოფი ცოცხალი არსებების შესახებ, აგრეთვე პასუხისმგებლობის გაზრდას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. მოსწავლეებმა შეისწავლეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, ცხოველებისა და მცენარეების უნიკალურობა, მათი როლი ეკოსისტემაში და ის საფრთხეები, რაც მათ ემუქრებათ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წითელი წიგნის მნიშვნელობას – როგორ იქმნება ის, რა მიზანს ემსახურება და ა.შ. 

მოსწავლეებმა წითელი წიგნის მათეული ვერსიაც შექმნეს, რომლებშიც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბუნების დაცვის მიმართ. პრეზენტაციაც წარმატებით გამართეს.

პროექტმა გააღრმავა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება და ნათლად აჩვენა, რომ ბუნების სიყვარული იწყება ცოდნით, გააზრებით და იმ მზრუნველობით, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...