ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მიღწევებს ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში IX კლასის (კლასის ხელმძღვანელი მაკა კახიძე) მოსწავლეთა ნამუშევრებისა და მიღწევების გამოფენა გაიმართა.
IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი, აკადემიური და სპორტული მიღწევები გამოფენაზე წარმოადგინეს.
აქტივობა განხორციელდა კლასის საათის ფარგლებში. წარმოდგენილი იყო საგნობრივი, კულტურული და სპორტული მიმართულებით მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემოქმედებითი და აკადემიური წარმატებები.
ღონისძიებამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც თავად მონაწილეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ნიჭი და მიღწევები თანატოლებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის გაეზიარებინათ, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მათ განვითარებისა და ახალი მიზნებისკენ სწრაფვისთვის.
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და შრომისმოყვარეობისთვის, ხოლო მათ მომავალ წარმატებებსა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: