ლაითურის საჯარო სკოლაში ადამიანის და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე იმსჯელეს
21-06-2018
დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ირმა თავართქილაძემ თემაზე-„ადამიანი და ბუნება“ ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მათ მიერ შესწავლილი ვაჟა–ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ შესახებ იმსჯელეს. 

მუშაობის პროცესში მეხუთეკლასელებმა ზიგმუნდ ზალცმანის (ფელიქს ზალტენის) იმავე თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოები – „ბემბი“ წაიკითხეს, ანიმაციას უყურეს, პარალელები გაავლეს და ადამიანის დაუნდობლობაზე ცხოველებთან და ბუნებასთან მიმართებაში დისკუსია გამართეს.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს წითელი წიგნის“ საფუძველზე, რომლის სასკოლო სივრცეში პოპულარიზაციაც  „ნიკო კეცხოველის პრემიის“ ფარგლებში ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ უმნიშვნელოვანესი მიზანია.

მოსწავლეებმა მსგავსი პუბლიკაცია თავად შეადგინეს:  ინფორმაცია მოიძიეს და   ილუსტრაციები შექმნეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203