ოზაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
31-03-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგი/პროექტული სწავლების კურსის ხელმძღვანელის გიორგი მეხრიშვილის, ფსიქოლოგი/სპეციალური განათლების მასწავლებელი ქეთი მეხრიშვილის ორგანიზებით მოსწავლეებთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა. 

„ამ დღესთან დაკავშირებით,  გაიმართა ხასიათის შეხვედრა და პრეზენტაცია თემაზე: „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“. პროცესი ინფორმაციული იყო და მოიცავდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რამაც მოსწავლეების აქტიური ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა

ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაარსდა და ყოველ წელს აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოებას გააცნონ ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...