ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლა მეორეკლასელ დანიელ ჩხარტიშვილს მათემატიკური ოლიმპიადის ფინალში გადასვლას ულოცავს
31-03-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხელს უწყობენ მოსწავლეებს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ თუ შემოქმედებით კონკურსებში.  წარმოაჩინონ და გაიღრმაონ ცოდნა.


ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექცია მისი ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლის მეორე კლასელი დანიელ ჩხარტიშვილის წარმატებით ამაყობს. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დანიელ  ჩხარტიშვილმა მონაწილეობა მიიღო მათემატიკურ ოლიმპიადაში „ევერესტი“ და საშემოდგომო სეზონის ფინალისტი გახდა. 


სკოლა ულოცავს დანიელს ამ წარმატებას და წინ კიდევ უფრო მეტ და დიდ გამარჯვებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...