ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა 22 მარტს წყლის მსოფლიო დღის აღნიშნვას საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებით შეუერთდა.
2025 წლის მსოფლიო დღის თემაა: მყინვარების დაცვა, სწორედ ამ მიმართულებით ჩატარდა აქტივოები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
მოსწავლეებმა ნახეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე „წყალი სიცოცხლის წყარო“, გაეცნენ როგორ ხდება სასმელი წყლის მოპოვება. მათ საკუთარი ხელით დაამზადეს, წყლის წრებრუნვის მოდელები. ჩაერთნენ საინტერესო აქტივობებში ჩაატარეს შიდა ვიქტორინაც და გამოავლინეს გამარჯვებული გუნდიც.
აღსანიშნავია, რომ ეს დღე მსოფლიოს მაშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ძირითადი დანიშნულება და მიმართულება მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის მიღწევის მხარდაჭერაა, რათა 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ყველა ქმედება მნიშვნელოვანია, რადგან წყლის ყოველი წვეთი მნიშვნელოვანია.
ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა გილოცავთ წყლის მსოფლიო დღეს!
იხილეთ ფოტოები: