„კომპიუტერი, ინტერნეტი და კიბერუსაფრთხოება“ - ხიზაბავრის საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლმა საინტერესო ლექცია-სემინარი ჩაატარა
31-03-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

28 მარტს, სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლმა, თამარ მექოშვილმა ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე - „კომპიუტერი, ინტერნეტი და კიბერუსაფრთხოება“. პედაგოგმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თუ რა არის ინტერნეტი, როგორ მოვიხმაროთ იგი და კომპიუტერთან მუშაობისას რეკომენდაციებიც გასცა, მათ შორის ისაუბრა მაგიდასთან ჯდომის წესებზე. ასევე პედაგოგმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას და სასკოლო საზოგადოებას ინტერნეტში უსაფრთხო ქცევის წესები გააცნო. 

ლექსია-სემინარი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა პედაგოგისგან მათთვის საკინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და საკიტხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...