ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, სკოლის ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშემწყობი გუნდის მიერ ორგანიზებულ, სინდრომის შესახებ ცნობიერების მიზნით გამართულ საინფორმაციო
შეხვედრას.
ღონისძიების ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებთან ერთად, სინდორმის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დაამხსვრიეს და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამოჯნეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მინიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერა და შესაბამისი მხარდაჭერის და შესაძლებლობების პირობებში, ყველა პირს, რომელიც დაუნის სინდრომით ცხოვრობს, შეუძლია მიაღწიოს თავის პოტენციალს და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს .
ღონისძიებაზე შეირჩა დევიზი - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.
21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. კვირეული, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველო აღნიშნავს, მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები: