სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს
05-04-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების მსურველებისთვის მოამზადა სპეციალური დამხმარე სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად არის მოცემული ის საკითხები და თეორიები, რომლებიც გამოცდაზე აპლიკანტებს მოეთხოვებათ. 

სწავლებისა და განვითარების თეორიები:

ბიჰევიორიზმი (ბერას ფ. სკინერი); კოგნიტური განვითარების თეორია (ჟან პიაჟე); სოციალური დასწავლის თეორია (ალბერტ ბანდურა); სოციო-კულტურული თეორია (ლევ ვიგოტსკი); ჰუმანისტური თეორია (კარლ როჯერსი, აბრაჰამ მასლოუ); 
„თეორია ერთი“ (დევიდ პერკინსი); აღმოჩენებით სწავლის თეორია (ჯერომ ბრუნერი); (ჯონ დიუის სკოლა-ლაბორატორია).

საგამოცდო ტესტის აღწერა:

საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტი მოიცავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პოზიტიური, უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას.

საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 45.

გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის ტესტის მაქსიმალური ქულის 40% და მეტი. გამოცდის ბარიერის გადალახვისათვის გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს სულ მცირე 18 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.

ტესტის სტრუქტურა; საგამოცდო ტესტში სხვადასხვა ტიპის 37 დავალებაა გამოყენებული, მათგან:

30 - არჩევითპასუხიანი დავალება
3 - შესაბამისობის დავალება
4 - ღია დავალება

 

იხილეთ სახელმძღვანელო -  როგორ მოვემზადოთ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდისათვის 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...