ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია, როლური თამაში, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებმა ლექსის - „ყმაწვილი და პეპელას“ მიხედვით, თოჯინური სპექტაკლი დადგეს
სათავგადასავლო და ზღაპრულ ატმოსფეროში წარმოდგენილმა თოჯინურმა სპექტაკლმა ბავშვებს საშუალება მისცა, როლური თამაშის ფორმატში კიდევ უფრო ღრმად გაეაზრებინათ ნაწარმოების შინაარსი და ავტორის გზავნილი.
მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს და მოირგეს პერსონაჟების როლები, მოამზადეს შესაბამისი დეკორაციები, კოსტიუმები და თოჯინები.
თოჯინურმა სპექტაკლმა დიდი სიხარული მოჰგვარა როგორც პატარა მსახიობებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას. აქტივობამ კი ხელი შეუწყო ბავშვების ლიტერატურულ, ესთეტიკურ და სოციალური უნარების განვითარებას, ხოლო როლურმა თამაშმა მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები უფრო თვალსაჩინო გახადა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: