სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ბესიკ ბესელიას ხელმძღვანელობით, მე-5 კლასში ჩაატარეს ღია გაკვეთილი თემაზე - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“.
გაკვეთილის მიზანი იყო მოზარდების ცნობიერების ამაღლება არაჯანსაღ საკვებთან დაკავშირებით და ჯანსაღი საკვების მნიშვნელობის გააზრება.
მე-7 კლასის მოსწავლეები უმცროსკლასელებს ესაუბრნენ ჯანსაღი კვებისა და მავნე ჩვევების მნიშვნელობაზე (ადიქცია, თამბაქო, ალკოჰოლი), თუ რამდენად საზიანოა ეს ყოველივე მოზარდებისათვის.
დასასრულს მოსწავლეებს შორის წარიმართა საინტერესო დისკუსია.
იხილეთ ფოტოები: