ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
01-04-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლების ორგანიზატორობით, დედებს დაუვიწყარი და ლამაზი დღე აჩუქეს.

ღონისძიება მრავალი საინტერესო და სახალისო აქტივობით იყო გამორჩეული, ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით, როლური თამაშები. განსაკუთრებულ ხიბლს მშობლების ჩართულობა სძენდა, მათ შვილებთან ერთად შეასრულეს საინტერესო ნომრები.

დედებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და ყვავილები. დედებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე შეემატა. 

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას, რადგან მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ავითარებს ბავშვების შემოქმედებით უნარებს, არამედ ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობის ამღლებას სასკოლო ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...