ვაკიჯვრის საჯარო სკოლამ ბავშვთა უფლებების შესახებ აქტივობები გამართა
21-06-2018

ვაკიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ალფამ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.

კლუბის ერთერთმა წევრმა, მე-11 კლასის მოსწავლე ტარიელ მდინარაძემ ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე სესია გამართა.

მოეწყო დისკუსიები კითხვებზე: რას ნიშნავს იყო ადამიანი? რა არის უფლება? და ჯგუფური მუშაობა, სადაც მოსწავლეებმა ფლიფჩარტის ფურცლებზე თავიანთი აზრები დააფიქსირეს და პერზენტაციები მოაწყეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დარღვევაზე ანიმაციური ფილმები უჩვენეს:  „კალათბურთი, ავტოსერვისი, გართობა და  ორიანი“.

შეხვედრა თამაშებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203