თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები მათემატიკის ოლიმპიადის მე-2 ტურში წარმატებით გადავიდნენ
10-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადახვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში ახალისებენ. დღეს კი სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ. 

სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ 2025 წლის საგაზაფხულო სეზონის მეორე ტურში გადავიდნენ.

ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს - სესილი ჯმუხაძემ, ლუკა ქეთიშვილმა, ემილი მებაღიშვილმა, მარიამ ჭითანავამ და ანასტასია ზამბახიძემ.  

პატარა მათემატიკოსებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნება, სისწრაფე, ანალიტიკური უნარები და მათემატიკისადმი გულწრფელი სიყვარული. მათი შედეგი არა მხოლოდ აკადემიური მიღწევა, არამედ მოტივაციისა და შთაგონების წყაროა თანატოლებისთვის. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების წახალისება, მიზანდასახულობა და თანმიმდევრული შრომა.

„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს მომდევნო ტურში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...