თბილისის N28 სკოლის დირექტორი და პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ
11-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის თემებზე ორი მნიშვნელოვანი და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სკოლის ექიმმა, თინათინ ფანჩვიძემ სამივე საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარი თემაზე: „ცხოვრების ჯანსაღი წესი და აცრების მნიშვნელობა“.

სემინარის ფარგლებში განიხილეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპები: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, პირადი ჰიგიენის წესების დაცვა და მავნე ჩვევების მავნებლობა. 

მოსწავლეებმა სემინარში აქტიური მონაწილეობა მიიღეს -  დასვეს კითხვები, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და გამოხატეს ინტერესი აღნიშნული საკითხებისადმი. სემინარმა ხელი შეუწყო ჯანმრთელობისადმი უფრო პასუხისმგებლობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

ასევე, სკოლის დირექტორმა, ქეთევან დავლიანიძემ ღია დიალოგის ფორმატში მოსწავლეებთან  ფგამართა შეხვედრა თემაზე - „ვანდალიზმი“

საუბრისას დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის საკუთარი ქმედებების პასუხისმგებლობით აღქმა. განიხილეს ვანდალიზმის სხვადასხვა ფორმა და ის ზიანი, რომელსაც იგი საზოგადოებრივ სივრცეს, საგანმანათლებლო პროცესს და ადამიანურ ურთიერთობებს აყენებს.

დირექტორმა მოსწავლეებს მოუწოდა, იყვნენ მზრუნველი და მოტივირებული მოქალაქეები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოზიტიკური გარემოს შექმნაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...