„ბუნებასთან მეგობრობა გვიადვილებს ცხოვრებას“ - გარემოსდამცველები ჭალადიდის საჯარო სკოლიდან 
01-04-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექტორი ნანა ქარციძე და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში ეკოაქტივობა მოეწყო. მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერისტორია დაასუფთავეს და საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარეს.

„თუ არ იქნებიან შენნაირი ადამიანები,  რომელთაც სამყაროს ბედი ადარდებთ, სამყარო უკეთესი არ გახდება, არაფერი არ შეიცვლება... ბუნებასთან მეგობრობა გვიადვილებს ცხოვრებას...“ - ეს გახლდათ აქტივობის მთავარი გზავნილი. 

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეკოლოგიური განათლების გაღრმავება, ბუნების დაცვის მნიშვნელობის მეტად გააზრება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...