დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ბეღურების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი განხორციელდა 
01-04-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლამ განახორციელა პროექტი მეორე კლასში სახელწოდებით - „20 მარტი- ბეღურების საერთაშორისო დღე“, რომელიც ხორციელდება „ასოციაცია ბიოს“ დაფინანსებით, ინიციატივის - „ნაბიჯი მომავალში - ჩემი პროექტების გამოფენა“ ფარგლებში. 

პროექტი მოიცავს სხვადასხვა თემას კლასების მიხედვით. პროექტი ხორციელდება „ასოციაცია ბიოს“ ინიცირებით, ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით.

პროექტის მიზანია -  ბავშვებმა გაიგონ ბეღურების მნიშვნელობა ბუნებაში, დაეხმარონ მათ და გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები.
                                                                                                                                                              როგორც სკოლაში გვეუნებიან, მოსწავლებმა  დიდი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა გამოავლინეს ამ თემის ირგვლივ, გააფერადეს ბეღურების  სურათები და მოაწყვეს გამოფენა. 

პროექტი სკოლაში მასწავლებლების - ნანა მეფარიშვილისა და მედეა ობოლაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე ემსახურება გადაშენების პირას მყოფი ბეღურების შესახებ მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ის პირველად 2010 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...