სასწავლო რესურსად ქცეული სამაგიდო თამაშები და გეოგრაფია - მათემატიკის სახალისოდ გამეორება - შთამბეჭდავი კლასსაათი ოზურგეთის N2 სკოლაში
01-04-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი ცოდნის მიღება მათთვის არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცესიცაა.

მოსწავლეთა მოტივაციაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, მე-5 1 კლასში ჩატარდა საინტერესო კლასის საათი თემაზე - „ცოდნა ძალაა“. პედაგოგმა სასწავლო პროცესში სამაგიდო თამაშების ელემენტები ჩართო და სასწავლო რესურსად აქცია. 

გეოგრაფიის და მათემატიკის სახალისოდ გამეორება და შესწავლა, მოსწავლეებისთვის მეტად მამოტივირებელი აღმოჩნდა და სასწავლო პროცესი მათი მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

„უნიჭიერესი და აზარტული მეხუთე პირველი კლასი“,- ასე აფასებს პედაგოგი თეა ურუშაძე მოსწავლეებს და ახარებს მათი აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...