გიულიბაღის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ერთი მოსწავლისთვის დაირეკა
21-06-2018
გიულიბაღის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება ჩატარდა. წელს სკოლა ერთმა მოსწავლემ, ირა ჩატინიანმა დაამთავრა.
ირა სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო.
სკოლაში სულ 24 მოსწავლე სწავლობს, ამათგან 12 ფრიადოსანია.
„ბოლო ზარის ღონისძიებაში 24-ვე მოსწავლე მონაწილეობდა და ირას სკოლის დამთავრება ზეიმით აღნიშნეს“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა არექნაზ ღარიბიანმა.
მოსწავლეს სიტყვით მიმართეს კლასის დამრიგებელმა კარინე სერედეგიანმა, სკოლის დირექტორმა არექნაზ ღარიბიანმა, მასწავლებელმა გარნიქ ტუნიანმა, პირველი კლასის მასწავლებელმა ლამარა ჩატინიანმა და ქართული ენის მასწავლებელმა დონარი ნარიმანიძემ.