ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დასმულ კითხვებს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
დასახელდნენ გაამარჯვებულებიც, რომლებიც შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ.
სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.