უსახელოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
01-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში – „ტვინების ბრძოლა“, რომელიც მოსწავლეებისთვის ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების დემონსტრირების შესანიშნავ შესაძლებლობად იქცა. 

შიდასასკოლო ჩემპიონატი მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის გუნდები, რომლებიც ერთმანეთს ცოდნაში, სწრაფ აზროვნებასა და გუნდურად მუშაობის უნარში გაეჯიბრნენ. 

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დასმულ კითხვებს. დასახელდნენ გამარჯვებულებიც, რომლებიც შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ. სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...