საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან, ხალხურ შემოქმედებას, მუსიკალურ ხელოვნებასა და ფოლკლორულ ტრადიციებს.
სკოლაში წარმატებით მუშაობს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი, რომლის აქტიური წევრებიც სწორედ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები არიან.
ახლახან, წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი) მიწვეული იყო, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (1990) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.
კონფერენციას მიესალმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე.
დალოცვისა და ლოცვის წარმოთქმის შემდეგ, ანსამბლის წევრებმა შეასრულეს სიმღერები - „მრავალჟამიერი“ და „შავლეგო“. მოსწავლეებმა სიმღერები ბრწყინვალედ შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: