მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია, რომელიც გაჯარებულია სახალისო, მამოტივორებელი აქტივობებით.
1-ელ აპრილს, მე-2ბ კლასში მასწავლებელ თამუნა შამანაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა აღნიშნეს სიცილის დღე.
მოსწავლეებმა დიდი სიხარულით და შემოქმედებითობით მოამზადეს სახალისო ნახატები, რომლებიც სავსე იყო ნათელი ფერებით, იუმორითა და პოზიტიური ემოციებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა თავიანთი ფანტაზიის გამოყენებით შექმნეს ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ყველას ღიმილს გვრიდა.
სიცილის დღე მოსწავლეებისთვის კიდევ ერთხელ იქცა დაუვიწყარ და ფერად ღონისძიებად, სადაც სიცილი, მეგობრობა და მხიარულება ერთიანად იგრძნობოდა.
იხილეთ ფოტოები: