ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე და ახალისებენ მათ ჩრთულობას არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, ხალიფაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“.
შიდასასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ დაწყებითი-საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მათ წარმატებით იასპარეზეს. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა გამარჯვებული.
ხალიფაურის საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებულ ასპარეზობას და საქალაქო ტურზეც წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: