დაბა თიანეთის N2 სკოლის V კლასის მოსწავლეები, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ
01-04-2025

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართევან გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

28 მარტს, V კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი: ვ.ჩიტაური), სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, ესტუმრნენ თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დიდი ინტერესით მოისმინეს  ლალი ივანაურის ლექცია წარმოდგენილ სამუზეუმო ექსპონატებზე.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში შესწავლილი შემეცნებითი ხასიათის ტექსტი - „ხელოსნობა საქართველოში“, თეორიულად შესწავლილი მასალა პრაქტიკულად განამტკიცეს და ნახეს თითოეული ნივთი, რომლებსაც ჩვენი წინაპრები დიდი რუდუნებით აკეთებდნენ.

მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლული დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...