მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2 აპრილს, 19:00 საათზე გთავაზობთ ვებინარს თემაზე - „მოსწავლის საკომუნიკაციო და ენობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა სკოლის გარემოში“.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების უნარების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში;
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების ეტაპები და სირთულეები მოსწავლეებში;
- ენისა და მეტყველების სპეციალისტის როლი სკოლაში;
- რეკომენდაციები.
მოწვეული სტუმარი: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი - სოფიო ნადირაძე.
ვებინარის ფასილიტატორი: ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - თამარ ისაკაძე.