ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური პაექრობა მოეწყო
01-04-2025

გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადახვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. 

თამაშის პირველი ნაწილი დაეთმო III-IV-V კლასების მოსწავლეთა ინტელექტუალურ პაექრობას, რომელთა შორის გამარჯვებული გახდა გუნდი - „მეკობრეები“.

თამაშის მეორე ნახევარში კი VI-VII-VIII კლასებმა იასპარეზეს. მათგან გამარჯვება მოიპოვა ჯგუფმა - „მოაზროვნეები“.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დასმულ კითხვებს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...