არაგვის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგმა, მოსწავლეებთან ერთად, მრავალფეროვანი და „ყველაზე გემრიელი“ შემაჯამებელი გაკვეთილი წარმოადგინა
01-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, არაგვის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მიღებული ცოდნის განმტკიცებას. აქედან გამომდინარე, პედაგოგები ბავშვებს, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.

ახლახან არაგვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, გაიანე უნანიანმა, მე-7 კლასში შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა რამდენიმე ქვეყნის სამზარეულო წარმოადგინეს, ინგლისურად ისაუბრეს მომზადების წესებზე და კერძების შემადგენლობაზე.

აქტივობამ ბავშვებში დიდი მოწონება დაიმსახურა და თავადაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ასეთი „გემრიელი გაკვეთილები“ არა მხოლოდ სახალისოა, არამედ ეხმარება უცხოური ენის უკეთ სწავლასა და ასევე, კულინარიული უნარების განვითარებაში.

„სკოლის დირექცია კმაყოფილია ინგლისური ენის მასწავლებლის გაიანე უნანიანის მუშაობით და მადლობას უხდის მას საინტერესო, ინოვაციური მეთოდებით სწავლებისთვის. უსურვებს მას წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...