ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პტენის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მოსწავლეებს, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები თემატურ შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, პტენის საჯარო სკოლის მე-6 კლასში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პრეზენტაცია შოთა რუსთაველსა და უკვდავ პოემას „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა.
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ვარა გალიბინი, რომლის დამსახურებითაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მე-12 საუკუნეში „იმოგზაურეს“, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები ეპოქის, ავტორისა და უკვდავი პოემის შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.