კორხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი მოეწყო
01-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

19 მარტს, კორხის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა, ლია ირიციანმა, ჩაატარა მოსწავლეთა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოიფინა. 

ნამუშევრები შეაფასეს მე-12 კლასის მოწავლეებმა და სკოლის ადმინისტრაციამ.

დირექციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და სიგელები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...