„ჩემი ქალაქის საგანძური“ - ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ხუროთმოძღვრების ძეგლებს პრეზენტაცია მიუძღვნეს
01-04-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით პროექტებში.

ახლახან, ქუთაისის N16 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პროექტი - „ჩემი ქალაქის საგანძური“.

აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთი საინტერესო ფაქტი გააცნეს და ისიც აღნიშნეს, რომ ძველი ქართული ხუროთმოძღვრება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია.

მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად აირჩიეს გელათი, მოწამეთა, ბაგრატი და ხარების ეკლესია; პროექტის ფარგლებში, ადგილზე გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას, ნაწილი ინფორმაცია ინტერნეტიდან მოიძიეს და შემდეგ, საინტერესო პრეზენტაციაც წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, აქტივობაში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა, ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გუნდური მუშაობის უნარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...