რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები
23-04-2025

სკოლები ეტაპობრივად გადიან ავტორიზაციას და ისიც ცნობილია, რომ სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას 9 წლის განავლობაში უნარჩუნდება, თუმცა კანონით ასევე განსაზღვრულია, რომ ავტორიზებულ სკოლას შესაძლებელია დაენიშნოს მონიტორინგი.

მონიტორინგს ნიშნავს ავტორიზაციის საბჭოს, რომელიც საჯარო სხდომაზე განიხილავს ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ, საბჭოს მიერ უკვე შესწავლილ დასკვნას და დოკუმენტაციას, ასევე სკოლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ მოსაზრებებს და უთითებს სკოლას მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, ფორმასა და ფარგლებს.

ქსპერტთა ჯგუფი აფასებს სკოლას მხოლოდ იმ სტანდარტის/კომპონენტის/ინდიკატორის მიმართულებით, რის გამოც სკოლა შეფასდა შემდეგი დონით: „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და რომელი ხარვეზის აღმოფხვრისთვისაც სკოლას მიეცა საჭირო დრო.

„მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს” - თუ სკოლა ამ დონით შეფასდა - ხარვეზების აღმოსაფხვრელად აქვს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან ერთ წლამდე ვადა.

„ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს” - თუ სკოლა ამ დონით შეფასდა, ხარვეზების აღმოსაფხვრელად აქვს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან ორ წლამდე ვადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...